2 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დასვენების დღის მიუხედავად სამსახურის საქმეების კეთება მაინც მოგიწევთ. მაქსიმალურად მობილიზებული და დაკვირვებული უნდა იყოთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ. 

კურო 
მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. უმნიშვნელო სიმპტომიც არ უნდა გამოგეპაროთ. საკუთარ თავს არაკვალიფიციურ მედიკოსებს ნუ ანდობთ. 

ტყუპი
ნუ შებოჭავთ საკუთარ თავს. ნურაფერზე ეტყვით უარს. აკეთეთ ის, რაც გსურთ და ნუ იფიქრებთ: "რას იტყვის ხალხი?!"

კირჩხიბი
საკუთარ თავზე უკეთ ვერავინ დაგეხმარებათ. ამიტომ რჩევისთვის ნურავის მიმართავთ. განსაკუთრებით, როცა საქმე სიყვარულს ეხება. 

ლომი
წარმატებული დღე ელით შემოქმედებით ლომებს, განსაკუთრებით მომღერლებსა და მსახიობებს. აგრეთვე კარგი დღეა ჰობისა და სიყვარულისთვის. 

ქალწული
დაისვენეთ, გამოიძინეთ. ნუ დაიტვირთავთ თავს ფიზიკური საქმიანობით. 

სასწორი 
ენდეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიცაა და ნუ ეცებით რაიმეს შეცვლას. 

მორიელი
იდეების განხორციელების დღეა. თქვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისთვის. 

მშვილდოსანი 
გაუფრთხილდით კუჭს, მოერიდეთ ცხარე, ცხიმიან და ტკბილ (განსაკუთრებით კრემიან) საკვებს. 

თხის რქა
დაფიქრდით, ორშაბათიდან რისი შეცვლა, დაწყება გსურთ ცხოვრებაში. დაეხმარეთ გარშემო მყოფებს. 

მერწყული
კარგი დღეა საოჯახო სამუშაოების შესასრულებლად და სახლისთვის აუცილებელი ნივთების შესაძენად.

თევზები
საყვარელ ადამიანთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ. ეწვიეთ სილამაზის სალონს, სამხატვრო გამოფენას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები