2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. დათანხმების შემთხვევაში ახლანდელი საქმიანობის მიტოვება და სხვა ქალაქში გადასვლა მოგიწევთ. საღამოს თქვენთვის საინტერესო პიროვნებაზე ინფორმაციებს მიიღებთ. 

კურო
მოვლენები უსწრაფესად განვითარდება და ყველაფერზე თვალის მიდევნება უნდა მოასწოროთ. საღამოსკენ მნიშვნელოვანი შეხვედრა და საუბარი გელით.

ტყუპი
დღეს მეგობრების პრობლემების მოგვარებით იქნებით დაკავებული. თავად კი ისეთი ადამიანი გამოგიჩნდებათ, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ბედ-იღბალზე. 

კირჩხიბი
დღეს არჩევანი უნდა გააკეთოთ - მნიშვნელოვანსა და სასურველს შორის. ეცადეთ, დაკვირვებულად იმოქმედოთ და ყველგან ყველაფერი მოასწროთ. საღამოს, წარმატება საყვარელ ადამიანთან ერთად აღნიშნეთ. 

ლომი
ახალ საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. აქტიურად და მიზანდასახულად უნდა იმოქმედოთ. ზოგიერთი დილით ისეთ ამბავს გაიგებს, დაგეგმილი დღის შეცვლა მოუწევს. 

ქალწული
სამსახურის საქმეებთან ერთად წვეულებისთვის მზადებაც არ დაივიწყოთ. ზოგიერთი ისეთ ადამიანს შეხვდება, ვისთანაც წარსულში უსიამოვნება შეემთხვა. გირჩევთ გამოასწოროთ სიტუაცია, გაერკვეთ ერთმანეთთან და მეგობრებად დარჩეთ. 

სასწორი
კარგი დღეა სამკაულების, ლამაზი ნივთებისა და მოდური სამოსის შესაძენად. ღიმილითა და იუმორით საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას დაიმსახურებთ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზს ელოდეთ. 

მორიელი 
საქმიანი შეხვედრები და ნათესავების მონახულება ხვალისთვის გადადეთ. დღევანდელი დღე კი შემოქმედებით საქმიანობას, გამოძინებასა და დასვენებას დაუთმეთ. 

მშვილდოსანი
ჩანაფიქრს იმაზე სწრაფად განახორციელებთ, ვიდრე გეგონათ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მივლინებაში გასამგზავრებლად. ოჯახის პატარა წევრები სასიამოვნოდ გაგახარებენ. 

თხის რქა
კარგი დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად. დაძაბული სიტუაციები იუმორით განმუხტეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
საყვარელი ადამიანი დილიდან გაგიუმჯობესებთ განწყობას. ზოგიერთს დაქორწინებას შესთავაზებენ, ზოგსაც რომანტიკულ პაემანს მოუმზადებენ.

თევზები
სასურველის მისაღწევად ზოგჯერ წესების დარღვევა მოგიწევთ. არ გადაუხვიოთ დასახული მიზნიდან. თქვენი მომხიბვლელი ღიმილი კი ყინულის გულებსაც გაალხობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები