2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ნორიოს" საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

„ნორიოს“ საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რიგითმა ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

აღნიშნულის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 06:50 საათზე მოხდა. 

„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

წინასწარი ინფორმაციით, I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა ტ.ფ.-მ საშტატო იარაღიდან გასროლით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია წერილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები