2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერთი გარდაცვლილი, ერთი დაჭრილი და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია - რა მოხდა ოქროყანაში?

ოქროყანის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე მოკვლევა თბილისის პროკურატურამ დაიწყო. 

ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლების საქმეზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, დანიშნულია  ექსპერტიზები, იკითხებიან მოწმეები. 

რაც შეეხება დაჭრილის, გენერალ-მაიორ ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობას, დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

ტრაგედია ოქროყანის ტერიტორიაზე, თბილისი-ტაბახმელის ავტომაგისტრალზე ღამით მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანება მიადგა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე ლევან გვაზავას, რომელიც დღეს „სამართალდამცველთა ლიგის“ წევრია. სავარაუდოდ, ამავე იარაღიდან გასროლილი ტყვია კი საბედისწერო აღმოჩნდა გვაზავას ნათესავისთვის, რევაზ კალომლეწავისთვის, რომელიც ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელია. 

ფაქტთან დაკავშირებით, ამ დრომდე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. პირველი ვერსიით, ლევან გვაზავას იარაღიდან გაუვარდა, რამაც მისი ნათესავის სიცოცხლე იმსხვერპლა და ამის შემდეგ გვაზავამ თვითმკვლელობა სცადა. მეორე ვერსიით კი ეს იყო შეიარაღებული თავდასხმა, რა დროსაც გვაზავა დაიჭრა, მისი ნათესავი კი დაიღუპა. 

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობდნენ. 

ტრაგედიის ადგილზე ავტომანქანაში სულ სამი ადამიანი იმყოფებოდა. ლევან გვაზავა, რევაზ კალომლეწავი და კიდევ ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. 

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კი მომხდარიდან რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უმძიმესი დაზიანებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ლევან გვაზავას დაზიანება სახის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. მედიკოსები დაჭრილის გადარჩენას დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები