2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმში 4-ბალიანი შტორმია

ქალაქ ბათუმში 4-ბალიანი შტორმია. ამის შესახებ „რუსთავი 2“-ს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საკრებულოს დეპუტატები და მერიის შესაბამისი სამსახურები ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან უწყევეტ რეჟიმში იღებენ. 

ამ დროისათვის, ძლიერი ნალექის გამო, სანაპირო ზოლში მდებარე ობიექტების ერთი ნაწილი დატბორილია. 

გადაუღებელმა წვიმამ მოსახლეობაც დააზარალა. წყალი მათ სახლებში შეუვარდა. 

ამასთან, დატბორილია ბათუმის რკინიგზის სადგურიც.

ადგილობრივ სამაშველო სამსახურებს თბილისიდან ჩასული ბრიგადებიც ეხმარებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები