2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სტიქია კახეთში-სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის, ლაგოდეხის და ახმეტის რაიონები დააზარალა

ძლიერი სეტყვა მოვიდა ლაგოდეხის, ყვარლის და ახმეტის რაიონებში. წინასწარი მონაცემებით, ათზე მეტ სოფელში დაახლოებით 70–80%–ით არის განადგურებული ვენახები. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიის შედეგად მეწყერი თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ყვარლის რაიონში ყველაზე მეტად სოფელი სანავარდო დაზარალდა. სეტყვამ საცხოვრებელი სახლების სახურავები დაამტვრია. განადგურებულია ყურძნის მოსავალი. ზარალი დაახლოებით 80%–ს აღწევს. დაზარალებულების განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლებიდან სოფელში ამ დრომდე არავინ მისულა. სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ლაგოდეხის რაიონში ყველაზე მეტად ლელიანის და აფენის თემში შემავალი სოფლები დაზარალდა. დასეტყვილია ვენახები, ხეხილის ბაღები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები. ცენტრალური გზის პირას დაგლეჯილია ხეები. მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ ლაგოდეხის სოფლებში და დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყალს ტუმბავდნენ.

სტიქია იყო პანკისის ხეობაშიც. სოფლებში დუისსა და ჯოყოლოში სეტყვამ ხეხილის ბაღები და ბოსტნეული დააზიანა.

კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით, სტიქიისგან გამოწვეული დაზიანებების გამო, ყვარლის რაიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება 7 ათასამდე აბონენტს, ლაგოდეხში კი სოფელ ვარდისუბანს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები