2 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გუდაუთის ქუჩაზე, ხანძრის დროს დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ

გუდაუთის ქუჩა #7-თან მდებარე საღებავების საწყობის ტერიტორიაზე, სადაც დღეს ხანძარი იყო, რამდენიმე მოქალაქე მივიდა, რომლებიც საკუთარ ახლობლებს ეძებენ.მათი განცხადებით, ისინი ვერ უკავშირდებიან ახლობელს, რომელიც საღებავების საწყობის მეპატრონეა. მოქალაქეების ინფორმაციით, მათ ახლობელს, რომელიც საღებავების საწყობში მუშაობდა, ტელეფონი დაახლოებით მას შემდეგ აქვს გამორთული, რაც ხანძარი გაჩნდა. 

 არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი.მაშველები დაკარგულებს გუდაუთის ქუჩაზე მდებარე საწყობში ამ დრომდე ეძებენ. 

ხანძრის შედეგად არიან დაშავებულებიც,  სამი  ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებით დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ამასთან, ერთი მეხანძრე დაშავდა, ერთმა მაშველმა კი კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ ტერიტორიაზე ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა.ხანძრის ლოკალიზების პროცესში, სახანძრო ბრიგადებთან ერთად, სპეციალური  ვერტმფრენიც ჩაერთო, რომელებმაც მტკვრიდან ამოღებული წყლით ხანძრის ჩაქრობა შეძლეს.

ვიდეოკადრები:http://rustavi2.com/ka/news/23185

კომენტარები

მსგავსი სიახლეები