2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ელექტროენერგიის ტარიფი 3,348 თეთრით გაიზარდა

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა. დღგ-ს ჩათვლით კი, მომხმარებელს დაახლოებით, 3,95 თეთრით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს.  შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. 
"ენერგო-პრო ჯორჯია" ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. 
როგორც "ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა, კომპანიისა და სემეკის პროგნოზები ერთმანეთისგან განსხვავდება და "ენერგო პრო ჯორჯია" იძულებული გახდება რამდენიმე თვეში კვლავ შემოიტანოს განაცხადი ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით. 
სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფი კი მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრამდე ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს. 
დღეს მოქმედი ტარიფები საფეხურების მიხედვით განსხვავებულია: კერძოდ, 0-100 კვტ/სთ-ზე და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის _ 7,630 თეთრი; 101-300 კვტ/სთ _ 11,000 თეთრი; 301 კვტ/სთ და მეტი _ 14,830. ახალი ტარიფი, შესაბამისად, 10,978, 14,348 და 18,178 თეთრით განისაზღვრა. ipn.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები