2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გერმანიის ელჩს ხიდაშელმა მშობლიური დროშა უკუღმა დაახვედრა - რას ამბობს უწყება?

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩს ბეტინა კადენბახს უმასპინძლა,თუმცა  ახალ ელჩს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მშობლიური დროშა ამოტრიალებული დაახვედრეს. სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე  ფოტოებიც გაავრცელეს, თუმცა მას შემდეგ რაც  ის სახალხო განხილვის თემად იქცა , უწყებამ ოფიციალური "ფეისბუქ გვერდიდან" ზემოთხსენებული ფოტოც და შეხვედრის ამსახველი ვიდომასალაც წაშალა.

„პრესა.ჯი“ თავადცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს იმედა დარსალიას დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარს „ძალიან სამწუხარო შეცდომა უწოდა“.

იმედა დარსალია: „რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით? მე შეხვედრაზე ვიყავი, როცა ამ არასასიამოვნო ფაქტის შესახებ შემატყობინეს. ლოგიკურია, რომ შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ავიღეთ ოფიციალური გვერდიდან. ვწუხვარ რომ პროტოკოლში მსგავსი გაუთვალისწინებელი და სამწუხარო ფატქი მოხდა“.

მაისურსა და „ბალეტკებში“ გამოწყობილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა დღეს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩს ოფიციალურად „უკუღმა“ უმასპინძლა.

შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, გერმანია აშშ-თან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია იქიდან გამომდინარე, რომ ნატოს პაკეტის განხორციელების გუნდის ხელმძღვანელი, სწორედ, გერმანელია. გერმანული მხარე პრაქტიკულად, ყველა მიმართულებაში მონაწილეობს. ძალიან დიდია მათი როლი თავდაცვის სამინისტროს ტრანსფორმაციისა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოების საქმეში. შესაბამისად, ამ ურთიერთობის დაწყება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველა პრობლემა ელჩს გავაცანით, რასთანაც შემდეგი ერთი წლის განმავლობაში გამკლავება მოგვიწევს“, - განაცხადა ამოტრიალებული გერმანიის დროშის ფონზე, თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოში გერმანიის ელჩმა ბეტინა კადენბახმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ისაუბრა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„თავდაცვის მინისტრთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მქონდა. საქართველოში არსებული სიტუაცია და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ. საუბარი ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებსა და ამ პროცესში თქვენი ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას შეეხო“, - განაცხადა ელჩმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები