0 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სუპერთასის მატჩის ბილეთები "beletebi.ge"-ზე აღარ გაიყიდება

უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთები სალაროებში გაიყიდება, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უეფასთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს. როგორც სიჭინავამ განმარტა, biletebi.ge ბილეთებს აღარ გაყიდის. 
"უეფასთან გვექნება ხვალ კონსულტაცია, სადაც დავგეგმავთ თუ როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და ა.შ. ბილეთების დაბეჭდვა ხვალვე დაიწყება", - აღნიშნა სიჭინავამ. 

მისივე თქმით, სალაროებში გაიყიდება ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთები. სიჭინავას განმარტებით, მათ, ვინც ბილეთები იყიდა, შეუნარჩუნდება.
ipn.ge
http://rustavi2.com/ka/news/20101

კომენტარები

მსგავსი სიახლეები