0 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

GEM fest -ის პირველი 1000 მულტიპასი გაყიდულია და ხვალიდან ბილეთები ძვირდება

ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის ტერიტორიაზე რამდენიმე სცენა განთავსდება, რომელიც მსოფლიო დონის დიჯეებს უმასპინძლებს. ლაინ-აფის მესამე ნაწილი 29 ივნისს გამოცხადდება, თუმცა რამდენიმე ჰედლაინერის გაჟღერებამ უდიდესი ინტერესი განაპირობა. შესაბამისად, eventer.ge-ზე განთავსებული პირველი 1000 მულტი-პასი (ფესტივალის ტერიტორიაზე მრავალჯერადად შესასვლელად) , რომელიც ორგანიზატორებმა მსურველებს წარმოუდგენელ ფასად, 99 ლარად შესთავაზეს, უკვე გაყიდულია. 26 ივნისიდან კი ბილეთები დაუბრუნდება წინასწარ განსაზღვრულ ფასს და მისი შეძენის საშუალება იმავე საიტზე გვექნება.

თუკი მეტი დეტალი დაგაინტერესებთ, მაგალითად, როგორ უნდა მოახერხოთ, სასტუმროში ნომრის დაჯავშნა ან კარავში ადგილის შეძენა, შეგიძლიათ, ფესტივალის ოფიციალურ საიტზე ამოიკითხოთ: gem-fest.com.

არმინ ვან ბიურენი, Dubfire, M.A.N.D.Y., Radio Slave, Kolford, Robosonic, Sammy Dee, W&W - ეს არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც საქართველოში იხილავთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ გვერდით სცენას ქართველი დიჯეებიც დაიკავებენ, რომლებიც ქართული ელექტრონული მუსიკის მოყვარულთა შორის პოპულარობით სარგებლობენ: Tomma, Bacho, Bero და სხვები.

ანაკლიაში ფესტივალს მელომანები განსაკუთრებულად ელოდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები