0 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საშუალება მოგეცემათ გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. გააკეთოთ ის საქმე, რომლისთვისაც ადრე არ გყოფნიდათ დრო და ენერგია. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს. 

კურო
უპრობლემოდ გააფორმებთ საბუთებს, მოაგვარებთ მნიშვნელოვან საქმეებს და რთულ საკითხებს. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება მოგეცემათ. 

ტყუპი
ახალი პროექტები გამოცდილი მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით განახორციელეთ. წარმატება ელით ხელოვნების (განსაკუთრებით მუსიკოსებსა და თეატრალებს), მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მოღვაწეებს. 

კირჩხიბი
კარგი დღეა მოგზაურობის, მგზავრობისა და ახალ ბინაში გადასასვლელად. ზოგი საინტერესო შემოთავაზებას მიიღებს. 

ლომი
თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება ფინანსური საკითხები. დროა, გადახედოთ ხელშეკრულებებს, რომელთა პირობებიც აღარ გაკმაყოფილებთ. კარგი დღეა საქმიანობის შესაცვლელად, მოგზაურობისთვის. 

ქალწული
რაც უფრო მეტად მომთხოვნი იქნებით საკუთარი თავის მიმართ, მით უკეთესად წარიმართება თქვენი საქმეები. ეცადეთ, პრობლემების მოსაგვარებლად კანონი არ დაარღვიოთ. 

სასწორი
გარშემო მყოფების მიმართ მეტად მომთმენი და ზრდილობიანი უნდა იყოთ. ნაკლებად გამოავლინეთ სარკაზმი და ბოროტება. 

მორიელი 
დროულად გადაიხადეთ ვალები, გადასახადები, კონფლიქტები მშვიდობიანად მოაგვარეთ. ბოროტად ნუ ისარგებლებთ დაკავებული თანამდებობით. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. 

თხის რქა
გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო. ახალი პერსპექტივები. შესაძლებლობა მოგეცემათ განახორციელოთ ახალი იდეები. შეინარჩუნეთ ძველი სამსახური (თუნდაც მობეზრებული) ნებისმიერი საშუალებით. 

მერწყული
მოწყენილობის გამო საშიშ გასართობებში ნუ გადავარდებით. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები. თუ მძღოლი ხართ, არ დაარღვიოთ საგზაო წესები. 

თევზები
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ეცადეთ, წამიერმა გამარჯვებამ თავბრუ არ დაგახვიოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები