0 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სასწრაფოდ: უბედური შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევა მოხდა.გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ, შვილმა დედას ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. 
აღნიშნული პირი ამჟამად საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრება. ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.
შემთხვევა ჭავჭავაძის #29-ში რამდენიმე წუთის წინ მოხდა.            ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ი  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა,მათ დაგვიდასტურეს აღნიშნული ინფორმაცია ,კონკრეტულად კი :"ქალი გარდაცვლილი არ არის. ის დაჭრილია და სხეულის დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი", - აცხადებენ შსს-ში.
მათივე განმარტებით, ვაკეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებული დეტალების შესახებ ინფორმაციას ამ წუთებში აზუსტებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები