0 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრაგედია თბილისში- აჭარის მთავრობას კი ეცეკვება..

16 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიიდან მესამე დღეს, აჭარის მთავრობამ ბათუმელი მოცეკვავეების ვარსკვლავები გახსნა. გაიმართა ანსამბლ "ხორუმის" საანგარიშო კონცერტიც.-ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "ბათუმელები" ავრცელებენ

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ვარსკვლავის გახსნა ქორეოგრაფებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და ქალაქის მერმა გიორი ერმაკოვმა მიულოცეს.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ფოტოებს უკვე მოჰყვა ბათუმელების უარყოფითი შეფასება. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ვარსკვლავების გახსნის ცერემონიის გადადება შესაძლებელი იყო. 

 

კონცერტის და ვარსკვლავების გახსნის პარალელურად დღეს ბათუმში თბილისში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოქალაქეებმა საყოფაცხოვრებო ნივთები გაგზავნეს, ასამდე ბათუმელი მოხალისე კი თბილისში გეგმავს წასვლას. 

 

ბოლო მონაცემებით 13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისში 19 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაკარგულად მიიჩნევა.  15 ივნისი გლოვის დღე იყო. 16 ივნისს კი პარლამენტის რიგგარეშე სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები