0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კოტე თოლორდავა თბილისში ჩამოასვენეს- როდის გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი და სად დაასაფლავებენ მსახიობს

მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვიდან თბილისში ჩამოასვენეს. ტერმინალთან, საიდანაც მსახიობი გამოასვენეს, მეგობრები, ნათესავები და კოლეგები იმყოფებოდნენ. აეროპორტში იმყოფებოდა კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილიც. 

აეროპორტიდან კოტე თოლორდავას ცხედარი წყნეთის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. 
კოტე თოლორდავას პანაშვიდი წყნეთის ქუჩაზე ხვალ, 16:00 საათიდან დაიწყება. მიცვალებულს კვირას დილით ქაშვეთის ტაძრის ქვედა სართულზე გადაასვენებენ. 13:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება, კვირას, 15:00 საათზე კი გარდაცვლილს ტაძრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები