0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

1 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან. კონკურენტებთან უთანხმოებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. 

კურო
ნუ გახდებით საკუთარი ილუზიებისა და გარშემო მყოფების მიერ ოსტატურად დაგებული მახეს მსხვერპლი. 

ტყუპი
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, დაასრულეთ ძველები. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს. 

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანებთან. მარტოხელებს კი საინტერესო ინტერნეტნაცნობობა ელით. 

ლომი
კარგი დღეა სამომავლო საქმეების დასაგეგმავად. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. 

ქალწული
კარგი დღეა განტვირთვის მოსაწყობად, ვიტამინებით მდიდარი საკვების მისაღებად. დაისვენეთ, გამოიძინეთ. 

სასწორი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, რათა მომავალში მათთან ერთად შეთანხმებულად იმუშაოთ. 

მორიელი 
სამსახურში მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა; ზოგს ძველ ვალს დაუბრუნებენ. 

მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში და სამსახურის საქმეებშიც. იყავით ამბიციური და თამამად წამოაყენეთ საკუთარი მოთხოვნები. 

თხის რქა
დღე საინტერესო შეხვედრებითა და ნაცნობობით იქნება დასამახსოვრებელი. ბოროტად ნუ ისარგებლებთ თანამდებობით. 

მერწყული
სამსახურის საქმეები თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. 

თევზები
კარგი დღეა კომპიუტერული პროგრამების, უცხო ენის შესასწავლად. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები