0 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. საშუალება მოგეცემათ სრულად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. 

კურო
იღბალი გამოცდას გიწყობთ. ეცადეთ, არ გაართულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და გადაკრულად ნათქვამ სიტყვებშიც სიმართლის მარცვალი გაიგონოთ. 

ტყუპი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და უცხოელ პარტნიორებთან. მოერიდეთ ექსპერიმენტებს და თითოეული ნაბიჯი კარგად გათვალეთ. 

კირჩხიბი
დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული გეგმები. აიღოთ მართვის მოწმობა, დაასრულოთ ბინის რემონტი. 

ლომი
დღეს საქმეებში დაშვებულ შეცდომებს ადვილად გამოასწორებთ. კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ და მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. 

ქალწული
დღეს სამსახურის საქმეებზე წინ პირადი საკითხების მოგვარება უნდა დააყენოთ. ძველ და ახალ პარტნიორს შორის უპირატესობა სერიოზულ და მრავალწლიან ურთიერთობას მიანიჭეთ. 

სასწორი
კარგი დღეა სწავლისთვის, მოგზაურობის დასაწყებად და ახალი მეგობრების გასაჩენათ. საჭესთან სიფრთხილე გმართებთ. 

მორიელი 
შეხვდეთ გავლენიან მეგობრებს და განიხილეთ შორსმიმავალი გეგმები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

მშვილდოსანი
გარშემო მყოფებთან კონფლიქტის აცილებას დიპლომატიურობის გამოვლენით შეძლებთ. ნუ ეცდებით ყველა საქმის დღეს მოგვარებას. 

თხის რქა
რთული და საქმეებით დატვირთული დღე გელით. დღეს ბრძოლა, მატყუარების გამომჟღავნება მოგიწევთ. 

მერწყული
კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ და ეცადეთ, მათი შენიშვნები და მოთხოვნები გაითვალისწინოთ. 

თევზები
გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება და იდეებისა და გეგმების განხორციელების შანსი მოგეცემათ. გავლენიანი მეგობრები ყველაფერში დაგეხმარებიან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები