0 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

26 თებერვალის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ გადადებთ საქმეებს მომავლისთვის, მათი განხორციელებისთვის წარმატებული დღეა. ფინანსები ზომიერად ხარჯეთ. 

კურო
სამსახურის საქმეებს პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები დაჩრდილავს. თუ პარტნიორს თქვენგან წასვლა სურს, ნუ შეაჩერებთ. 

ტყუპი
კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად და დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან. 

კირჩხიბი
საკუთარ თავი სხვებზე წინ, მაღლა დააყენეთ. თუ საკუთარ თავს თავად არ სცემთ პატივს, ამას არც სხვა გააკეთებს. 

ლომი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მოსალოდნელია მცირე საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები. 

ქალწული
დღეს მიაღწევთ იმას, რისკენაც ისწრაფვოდით. მოემზადეთ გამარჯვებისთვის და შეძლებისდაგვარად დაასრულეთ დაწყებული საქმეები. 

სასწორი
კარგი დღეა ორგანიზმის გასაკაჟებლად. ცხოვრების ჯანსაღი წესის დასაცავად. ჩვევად აქციეთ ძილის წინ 40-წუთიანი სეირნობა. 

მორიელი 
ზოდიაქოს ყველაზე სექსუალურ ნიშანს დღეს სასიყვარულო თავგადასავლები ელის. ეცადეთ, ზომიერების ფარგლებში იმოქმედოთ და გარშემო მყოფები არ გააღიზიანოთ. 

მშვილდოსანი
დღეს ორიგინალურ იდეებსაც კი ადვილად განახორციელებთ. მცირე რისკი გამართლებულია. კარგი დღეა სამსახურის, მისამართის შესაცვლელად. 

თხის რქა
ახალი საქმეები პარტნიორებთან ერთად განახორციელეთ, მაგრამ ნუ იქნებით მათ მიმართ ზედმეტად მომთხოვნი, თორემ მარტო დარჩებით. 

მერწყული
მოაგვარეთ მატერიალური საკითხები. არ გაგიჭირდებათ პირადი ან საოჯახო სესხი გაფორმება. 

თევზები
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ უკვე დაწყებულს და შეძლებისდაგვარად დაასრულეთ ისინი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები