0 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვანო წიკლაური: მადლობა უფალს რომ არსებობთ და გიცნობთ

ვანო წიკლაური საზოგადოებამ ნანუკას შოუს მეშვეობით გაიცნო. შშმ პირის ისტორიას ნანუკა ჟორჟოლიანმა გუშინდელი გადაცემის ნაწილი დაუთმო და   m2-თან ერთად ვანოს სურპრიზი გაუკეთა. ვანო დღემდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს,თუმცა მალე ის ოპტიმა ისანის ბინაში გადავა,რომელიც მას დასრულებული რემონტით გადაეცემა. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით გუშინდელი გადაცემის ერთ-ერთი გმირი, სოციალური ქსელით ნანუკას შოუს კიდევ ერთხელ უხდის მადლობას.

"უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ :)) , ძალიან დიდი მადლობა და პატივის ცემა მინდა გამოვხატო ნანუკას შოუს ყველა თანამშრომელის მიმართ რომლებმაც ჩემი თავი საზოგადოებას გააცნეს, ასევე უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო "სიცოცხლის ხეს" და თითოეულ იმ ადამიანს ვისაც ოდნავი წვლილი მაინც მიუძღვის ჩემი ცხოვრების შეცვლაში. არ ვიცი როგორ და რა სიტყვებით გადმოვცე ეს მოულოდნელი სიხარული :))

მადლობა უფალს რომ არსებობთ და გიცნობთ“ - წერს ვანო წიკლაური.

 ვანო წიკლაურის ისტორია ნანუკას შოუში:https://www.youtube.com/watch?v=JFBLD-xQoSk

კომენტარები

მსგავსი სიახლეები