0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

SES: თანამგზავრი ASTRA 2G მზადაა 28 დეკემბერს კოსმოსში გასამგზავრებლად

პირდაპირი მაუწყებლობა იხილეთ აღმოსავლეთის Astra 19.2 გრადუსზე

 ლუქსემბურგი, 2014 წლის 22 დეკემბერი - სატელიტური ოპერატორი SES (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG) აცხადებს, რომ თანამგზავრი ASTRA 2G მზადაა გეგმიურ დროს შევიდეს ექსპლუატაციაში და კომოსურ სივრცეში განთავსდეს ავიამზიდ ILS Proton booster-ის მეშვეობით. ავიამზიდის გაშვება განხორციელდება მიმდინარე წლის 28 დეკემბერს 03:37:49 საათზე ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან (ცენტრალური ევროპის დროით 27 დეკემბრის 22:37:49-ზე, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის დროით - 16:37:49 საათზე).

თანამგზავრი ASTRA 2G-ს დიზაინი შექმნილია და დამზადებულია Airbus Defence and Space-ის მიერ. სატელიტის სიმყარე დაფუძნებულია მაღალი სანდოობის Eurostar E3000-ის პლატფორმაზე. მისი მასა 6 ტონას იწონის, ხოლო ფრთების სიგრძე კი 40 მეტრამდე აღწევს. ფრთებზე განთავსებული მზის ენერგიის ამრეკლები თანამგზავრს მუდმივი დენის წყაროთი 13kW ერთეულით უზრუნველყოფენ. თანამგზავრის არსებობის მინიმალური დრო კი 15 წელია.

ASTRA 2G თანამგზავრი გეოსტაციონარულ ორბიტაზე აღმოსავლეთის 28,2/28,5 გრადუსზე განთავსდება და კიდევ უფრო მეტად განავრცობს აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ახალი თაობის სამაუწყებლო და ინტერნეტ მიწოდების არეალს. ავიამზიდი კოსმოსურ სივრცეში თან წაიღებს 62 Ku-band და 4 Ka-band ტრანსპონდერებს.

 ASTRA 2G სატელიტური ოპერატორის SES-ის რიგით 24-ე თანამგზავრია, რომელიც ILS Proton-ის მეშვეობით განთავსდება სივრცეში, ხოლო მეცხრეა Eurostar თანამგზავრთა შორის SES-ის ფლოტილიისთვის. დამატებით კიდევ სამი E3000 მზადდება SES-სთვის. რაოდენობრივად, ASTRA 2G-ს გაშვება SES-ისა და Proton booster-სთვის იქნება რიგით 401 გაშვება მათი თანამშრომლობის ისტორიის მანძილზე.

 ASTRA თანამგზავრის გაშვების პირდაპირი ტრანსლაციის მაღალი გარჩევადობით ხილვა შესაძლებელი იქნება ორბიტალურ პოზიციაზე - აღმოსავლეთის 19,2 გრადუსზე. 1,037 - არხის ჩამოტვირთვის სიხშირე 11023,25 MHz ჰორიზონტალური პოლარიზაციით, სიმბოლ კურსი 22,0 MSym/s, FEC 5/6, მომსახურება ID 5221, მომსახურების სახელწოდება ASTRA 2G.

 თანამგზავრისთვის თვალის დევნება შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში შემდეგ ლინკზე: http://astra2g.imgondemand.com/. ონლაინ მაუწყებლობა დაიწყება დაახ. 30 წუთით ადრე.

SES-ის შესახებ

SES თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 50-ზე მეტი გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელემაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილურ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

SES-ისათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.

SES (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System-ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“)  და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ses.com

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები