0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალ წლამდე ერთი კვირა დარჩა!მოასწარით და კეფირის დიეტით დაიკელით 5-6 კგ ერთ კვირაში

სულ უფრო ცოტა  დრო რჩება  ახალი წლის დადგომამდე და იმისათვის, რომ მოხდენილად შევხვდეთ 2015 წელს , მათთვის ვისაც ზედმეტი ზონა აწუხებს აუცილებლად მოუხდება 
კეფირის დიეტა, რომლითაც ერთ კვირაში 4-დან 6 კგ-მდე დაიკლებთ.

პირველი დღე – 1,5 ლ კეფირი და 5 მოხარშული კარტოფილი;

მეორე დღე – 1,5 ლ კეფირი და 100 გრ მოხარშული ქათმის ხორცი (უკეთესია თეთრი ხორცი);

მესამე დღე – 1,5 ლ კეფირი და 100 გრ მჭლე ხორცი (ხბოსი ან საქონლის);

მეოთხე დღე – 1,5 ლ კეფირი და 100 გრ მოხარშული თევზი.

მეხუთე დღე – 1,5 კეფირი, პლუს ბოსტნეული და ხილი (გარდა ყურძნისა და ბანანისა).

მეექვსე დღ – 1,5 ლ კეფირი.

მეშვიდე დღე – მინერალური წყალი ნებისმიერი რაოდენობით.

ყველა პროდუქტი უნდა იყოს მარილისა და შაქრის გარეშე მომზადებული. დიეტის დაცვა არ არის რეკომენდებული თვეში ერთ კვირაზე მეტხანს.


არ არის აუცილებელი, კეფირი იყოს ერთგვაროვანი. შეგიძლიათ, მაგალითად, დილით დალიოთ ჩვეულებრივი, უცხიმო, შემდეგ ბიფიდოკეფირი, ხოლო საღამოს – ხილის. 

დიეტის დროს არ არის რეკომენდებული ჩაი და ყავა.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები