0 9 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარიამ როინიშვილი საავადმყოფოში მოხვდა და ექიმების დახმარება ესაჭიროება


„მაპატიეთ მთელი დღე ვერ მოვახერხე შეგხმიანებოდით, რადგანაც ძალიან აღელვებული ვიყავი მარიამის გამო. უბრალოდ გუშინ არ ჩავთვალე საჭიროდ ამის დაწერა. საქმე იმაშია, რომ ერთი თვეა იტკიებს მარჯვენა ფერდთან ერთ ადგილს, გაუსაძლისი ტკივილები აქვს და სულ გამაყუჩებელს სვამს.

 

ვეხვეწები წამომყვეს ექიმთან, მაგრამ არ მომყვება. კვირას პროექტის ექიმმა ძალით წაიყვანა საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ გაბზარული ნეკნით დადიოდა, აღარ ვამბობ, რომ ცეკვავდა! ბოლო ოთხი ტურის განმავლობაში.

 

მალავდა, რომ არ გვეთქვა და პროექტი არ დაეტოვებინა. ნორმალურია ეს საქციელი?! გულშემოყრილი ვარ. შეხორცება დაწყებული აქვს, მაგრამ ტკივილი ძლიერია. გუშინ გამაყუჩებლებით და მოყინვით იცეკვა. ჩემი ასლია, ტკივილს ითმენს.

 

დაბნეული ვარ, ისიც არ ვიცი ამ სიტუაციაში როგორ მივეშველო, რომ ტკივილი ცოტა მაინც შევუმსუბუქო. მაპატიეთ, რომ თავს მოგახვიეთ ჩემი პრობლემა, მაგრამ ალბათ სწორად გამიგებთ, მეგობარი სწორედ ამ დროს გინდა! ამიტომ დამაგვიანდა მეთქვა თქვენთვის უდიდესი მადლობა გუშინ ასეთი მხარდაჭერისთვის! ვერ წარმოიდგენთ რა გახარებული და იმედიანი იყო...

 

ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! დიდი მადლობა! მიყვარხართ!" - წერს თამრიკო ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები