0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მოქალაქეები ბილეთის არ აღების გამო, ავტობუსის ჯარიმებისგან თავისუფლდებიან

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ავტობუსის ჯარიმებთან დაკავშირებით ამნისტიას აცხადებს. მისი განმარტებით, ჯარიმებს არ გადაიხდიან ის პირები, ვინც 2014 წლის 10 დეკემბრამდე დაჯარიმდნენ. როგორც წულუკიანი ამბობს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში 21 000 საქმე დევს, საიდანაც დაჯარიმებული ადამიანების 50%-ზე მეტი პენსიონერია, სტუდენტი ან უკიდურესად შეჭირვებულია. „პრაქტიკულად, ჩვენ ეს საქმეები უიმედო საქმეების რიცხვში გვაქვს, რადგან მათ არ აქვთ საშუალება ეს თანხები გადაიხადო. ვინც დღემდე ავტობუსში დაჯარიმებულა და არ აქვს გადახდილი, საახალწლოდ მთავრობამ გადავწყვიტეთ გამოვაცხადოთ ამნისტია. ეს ალბათ, მრავალ მოქალაქეს გაუხარდება. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა მთავრობამ ერთსულოვნად გაიზიარა და კანონპროექტი პარლამენტში გაიგზავნა“, - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები