1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

შემოდგომის 6 პროდუქტი წონაში დასაკლებად

ალბათ ბევრ თქვენგანს აქვს შემოდგომის სეზონის საყვარელი კერძი ან ტკბილეული, მაგრამ მე მინდა შემოგთავაზოთ ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებიან წონის დაკლებაში და ამასთანავე გემრიელიცაა.1. ჭარხალი 
გარდა იმისა რომ ჭარხალი ძალიან ტკბილია, ის შეიცავს ფიტოდანამატ შენაერთს, რომელსაც ეწოდება ბეტალაინი. ეს სწორედ ის პროდუქტია, რომელიც დაეხმარება თქვენს სხეულს ბუნებრივი გზით დეტოქსიკაციაში. როდესაც თქვენი სხეული „ანადგურებს“ ტოქსინებს სწორი გზით, მას შეუძლია უფრო ეფექტურად გადაამუშაოს საკვები, რაც მოგეხსენებათ უმთავრესი ფაქტორია წონის კლებისთვის. 2. ბროკოლი 
ბროკოლის 91% შედგება წყლისგან და H2O-თი სავსე საკვები არის საუკეთესო გზა თქვენი წონის კონტროლისთვის. მისი მთავარი უპირატესოვა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც თქვენ მიირთმევთ წყლით სავსე საკვებს თავს დანაყრებულად გრძნობთ და ასევ თქვენი სხეული ჰიდრატირებულია. ტენესის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით დამტკიცდა, რომ წყლით სავსე საკვები ორგანიზმს ეხმარება წონის კლებაშიც. სცადეთ მოხრაკული ბროკოლის ყვავილები ცოტაოდენ ზეითუნის ზეთთან და ნიორთან შეზავებული გემრიელი კერძის დასაგემოვნებლად. 3. მსხალი 
მსხალი მდიდარია პექტინებით, ხსნადი ბოჭკოებით, რომელიც წყალს გარდაქმნის ბლანტ მასად, რაც ანელებს წყლის ჩქარ გამოდევნებას კუჭიდან და თავს გაგრძნობინებთ დანაყრებულად დიდი ხნის მანძილზე. მიირთვით მსხალი ან უბრალოდ დაუმატეთ ის სალათაში გემრიელი არომატის მისაღებად4. ბროწეული 
ბროწეული ერთ-ერთი სუპერ პროდუქტია, რომელიც შეიცავს ვიტამინი C-ს დიდი რაოდენობით, რომელიც გეხმარებათ წონის კლებაში. ასე რომ მიირთვით რაც შეიძლება მეტი ბროწეული რადგან ის არამარტო წონის კლებაში არამედ სხვადასხავა ორგანოებისთვისაც კარგია. 5. გოგრის კურკები 
გოგრა შემოდგომის სეზონის მეფეა, მაგრამ არ დაივიწყოთ მისი კურკები. ცხიმი რომელსაც კურკა შეიცავს ამარცხებს კუჭის ცხიმს. უბრალოდ მოხალეთ ცოტაოდენ ზღვის მარილთან ერთად და მიირთვით ან მოაყარეთ სალათას. 6. ტკბილი კარტოფილი 
ადამიანების უმეტესობა თავს იკავებს ნახშირწყლების მიღებისგან, მაგრამ კვლევბმა აჩვენა, რომ სახამებელი რომელსაც კარტოფილი შეიცავს გეხმარებათ წონის კლებაში. ტკბილ კარტოფილს შეუძლია ჩაანაცვლოს ტკბილეული. გამოაცხეთ ღუმელში, მოაყარეთ დარიჩინი და მიირთვით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები