0 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თეგეტა X ბაბალე - საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის შედეგად „გიგოს ფონდისთვის“ 20 ათას ლარზე მეტი შეგროვდა

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს,  „თეგეტა ჰოლდინგმა“ და მისმა სატვირთო ავტომობილებისა და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებამ, სოციალურ საწარმო „ბაბალესთან“ ერთად, „გიგოს ფონდის“ საქველმოქმედო  ღონისძიებას უმასპინძლეს. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მიზანი იყო დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების, მოზარდებისა და მათი მშობლების მხარდაჭერა ფონდისთვის, ფინანსური რესურსების მობილიზებით.

საქველმოქმედო ღონისძიება ოფიციალურად „თეგეტასა“ და „ბაბალეს“ წარმომადგენლებმა გახსნეს.  გაიმართა პრეზენტაცია „გიგოს ფონდი -  ზრუნვის 5 წელი,“ რომლითაც ორგანიზაციის საქმიანობა შეჯამდა და აუდიტორია იმ მოზარდების ისტორიებს გაეცნო, რომელთა ცხოვრებაც ფონდმა შეცვალა.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის კულმინაცია იყო აუქციონი, სადაც პროფესიონალი ხელოვანებისა და „ბაბალეს“ მხატვრების მიერ ერთობლივად შექმნილი 16 ნახატი გაიყიდა. ფერწერული ნამუშევრების შექმნაში ჩართულები იყვნენ: რუსუდან ფეტვიაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, ქეთი მატაბელი, ზურა გომელაური, გია გუგუშვილი, მამუკა ცეცხლაძე, მაია აბაშიძე, ლია შველიძე, ნატო სირბილაძე, კოტე სულაბერიძე, ნინო ჭილაშვილი, ნიკა მაჩაიძე და სხვები.

მხოლოდ ნახეტების გაყიდვით „გიგოს ფონდისთვის“ 15 ათასი ლარი შეგროვდა.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო განსაკუთრებული „ვეფხისტყაოსანი“ და წიგნის ვიზუალებით შექმნილი ნამუშევრები, „ბაბალეს“ ნივთები. ღონისძიებაზე შემოსული თანხები სრულად გადაირიცხა „გიგოს ფონდში“ და მოხმარდება დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების საჭიროებებს.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საზოგადოებაზე ზრუნვაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ  და ორგანიზება გავუწიოთ ისეთი სივრცის შექმნას, სადაც ადამიანები უკეთესი ინკლუზიური გარემოსთვის გაერთიანებას შეძლებენ. დღევანდელი დღე იყო შესაძლებლობა, ჩვენი ზრუნვის პლატფორმის tegeta.care-ის იდეა გაგვეცოცხლებინა ფიზიკურ სივრცეში. მიზნად დავისახეთ, გაგვეერთიანებინა რესურსები იმ ბავშვებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. გვიხარია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს წამოწყებაში ჩვენი მეგობრები, თანამშრომლები თუ პარტნიორები ჩაერთნენ და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობით სასიკეთო ცვლილებების თანამონაწილეები გახდნენ“.

ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ „თეგეტას“ პარტნიორები, კორპორაციული მომხმარებლები, საერთაშორისო პარტნიორები, „ბაბალეს“ მეგობარი კომპანიები და ფონდები.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „თეგეტას“ სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებასა და „ბაბალეს“ უკვე ერთწლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებთ. გასულ წელს გავერთიანდით და გადავწყვიტეთ, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი გაგვეგზავნა. სწორედ ასე გაჩნდა უნიკალური „ვეფხისტყაოსნის“ შექმნის იდეა. განსაკუთრებული „ვეფხისტყაოსნის“ პროექტი სწორედ  საზოგადოებაზე ზრუნვის მოტივით განხორციელდა. დღეს „თეგეტა“ და „ბაბალე“ კიდევ ერთხელ გავერთიანდით,  რათა გადაგვედგა ნაბიჯი დაუნის სინდრომთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებისა და ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ. თითოეულ თქვენგანს გაქვთ საშუალება, თქვენი პატარა წვლილი შეიტანოთ ამ სასიკეთო საქმეში.“

„თეგეტა ჰოლდინგის“, მისი სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების და „ბაბალეს“ თანამშრომლობით გასულ წელს შეიქმნა  „ვეფხისტყაოსნის“ სრულიად განსხვავებული გამოცემა. წიგნი „ბაბალეს“ ახალგაზრდა მხატვრებმა დაასურათეს. სწორედ ეს გამოარჩევს მას „ვეფხისტყაოსნის“ ჩვენამდე მოღწეული ასეულობით ხელნაწერი თუ ბეჭდური ვერსიისგან.

„ბაბალე“ სოციალური საწარმოა, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე სხვადასხვა ასაკის პირები არიან დასაქმებული. „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები მათი  ხედვითა და ფანტაზიით შეიქმნა. პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მთავარი მიზნის – საზოგადოებაზე ზრუნვის მოტივით განხორციელდა; გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაუნის სინდრომთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ.

ლია ტაბატაძე, სოციალური საწარმო „ბაბალეს“ დამფუძნებელი: საქველმოქმედო აუქციონისთვის ნახატები ქართველ მხატვრებთან ერთად დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებმა და ახალგაზრდებმა შექმნეს. ეს ჯადოსნური ტილოები ერთმანეთით შთაგონებულებმა დახატეს, რამაც ორივე მხარეს სიხარული, თავდაჯერება და ახალი გამოცდილება მოუტანა.

„თეგეტა“ ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, როგორ უნდა მუშაობდეს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია. მათთან თანამშრომლობით „ბაბალემ“ არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორისაა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც. მნიშვნელოვანია მსგავსი მაგალითების და პრეცედენტების არსებობა, კერძო სექტორის გააქტიურება სოციალური მიმართულების სფეროში, რათა ერთად ვიზრუნოთ იმ სოციუმზე რომელ გარემოშიც ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ. “

საქველმოქმედო ღონისძიებაზე მოზარდები არაერთი აქტივობაში ჩაერთნენ. მათ შორის კერამიკისა და ფანერის ვორქშოპში,მონაწილეობა მიიღეს  ზალიკოს ხატვის მასტერკლასებში, დეკუპაჟისა და ფაზლების ვორქშოპსა და გამოჭრა/გაფერადების მასტერკლასებში. ღონისძიებაზე მოსული მოზარდებისთვის ზღაპრების კუთხეც მოეწყო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...