1 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი Toyota Land Cruiser Prado „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმში წარადგინა

 

ახალი თაობა და მეტი შესაძლებლობები - Toyota Land Cruiser Prado სერიით J250 ქართველი მომხმარებლისათვის უკვე ხელმისაწვდომია. 2024 წლის სრულად განახლებული მოდელი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმში წარადგინა.

მეტად უსაფრთხო, მრავალფეროვანი ფუნქციონალი და განახლებული ვიზუალი - ასეთია უახლესი თაობის მოდელის ძირითადი მახასიათებლები. იაპონურმა ბრენდმა სამოდელო რიგი ახალ დონეზე აიყვანა და მომხმარებელს უფრო სანდო და კომფორტული ავტომობილი შესთავაზა.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი:მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელს, პარტნიორებსა და ღონისძიების სტუმრებს სრულიად ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado-ს პრეზენტაციაზე ვუმასპინძლეთ. იაპონური ბრენდი მუდმივად აუმჯობესებს მიღწევებს და მზად არის, უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეგენდარული Prado-ს ეს ახალი ვერსია ზუსტად წარმოაჩენს ბრენდის მთავარ ღირებულებებს - საიმედოობას, გამძლეობასა და პრაქტიკულობას. იაპონური ტრადიციების დაცვით, ტოიოტა ერთმანეთს უკავშირებს საწყისებსა და თანამედროვეობას. სწორედ ამ მიზეზით შევარჩიეთ ავტომობილის წარსადგენად უძველესი ისტორიული მნიშვნელობის გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმის ტერიტორია. ვფიქრობ, ის ზუსტად პასუხობს ღონისძიების კონცეფციას - „უკან საწყისებისკენ“, რომელსაც ტოიოტას ინჟინრებმა Toyota Land Cruiser Prado-ს ხასიათი მიუსადაგეს“.

 

ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალი მოდელი დეტალურად დაეთვალიერებინათ და მიეღოთ ინფორმაცია Toyota Land Cruiser Prado-ს ახალი სერიის შესახებ.

სარკეებით გაფორმებული ინსტალაციის დახმარებით კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ავტომობილის განახლებული ვიზუალი. მუზეუმის ეზოში განთავსებული დეკორატიული ლოდები კი სიმბოლურად უსვამდა ხაზს ახალი მოდელის, როგორც „ყველგანმავალი“ ავტომობილის, შესაძლებლობებს, რომლისთვისაც გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს.

Toyota Land Cruiser Prado J250-ის წარდგენას იაპონური ბრენდის ერთგული მომხმარებელი და „თეგეტა ჰოლდინგისა“ და მის შემადგენლობაში შემავალი, ღონისძიების მასპინძელი კომპანიის „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ პარტნიორები ესწრებოდნენ.

პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: Toyota Land Cruiser Prado-ს ახალი თაობის მოდელის გამოსვლას დიდი ინტერესით ელოდნენ როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. პრემიერა იაპონიაში აპრილის ბოლოს შედგა, დღეს კი უკვე შესაძლებლობა გვაქვს, 2024 წლის ეს განსაკუთრებული ავტომობილი ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ.

ჩვენმა მომხმარებელმა უკვე წლებია, იცის, რომ საერთაშორისო საავტომობილო ინდუსტრიის ყველა სიახლე და მიღწევა ჩვენს შოურუმებში ხელმისაწვდომია. ამჯერად ეს სიახლე კიდევ უფრო დახვეწილი Land Cruiser Prado-ს უახლესი მოდელია, რომლის მწარმოებელ იაპონურ ბრენდს, Toyota-ს, „თეგეტა ქარსი“ საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს“.

გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას 200-მდე სტუმარი ესწრებოდა. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 2024 წლის Toyota Land Cruiser Prado თავადაც გამოეცადათ. ტესტ-დრაივისათვის მარშრუტი საგანგებოდ დაიგეგმა, რომელიც გზატკეცილთან ერთად რთულად დასაძლევ მონაკვეთებსაც მოიცავდა.

პრეზენტაცია TBC დაზღვევის, „ქორთიარდ მერიოტ ბათუმისა“ და „ალდაგის“ მხარდაჭერით გაიმართა.

Toyota Land Cruiser Prado J250

„უკან საწყისებისკენ“ - ამ კონცეფციით განაახლა იაპონურმა მწარმოებელმა ლეგენდარული მოდელი, რაც, პირველ რიგში, დიზაინზე აისახება. მრგვალის ნაცვლად, ტოიოტამ ექსტერიერში საწყისი, კუთხოვანი ფორმები დააბრუნა.

Toyota Land Cruiser Prado-ს ახალი თაობის ჩარჩო 50%-ით უფრო მტკიცე და გამძლეა, ვიდრე წინამორბედ მოდელში იყო. რაც შეეხება კონსტრუქციას, მისი სიმტკიცე, ძარასთან ერთად, 30%-ით არის გაზრდილი.

ავტომობილის სიგრძე 4,92 მეტრია, სიგანე - 1,98 მ; ხოლო სიმაღლე - 1,87 მ.

შასის კონსტრუქცია: დამოუკიდებელი, ორბერკეტიანი საკიდარი წინ, ხისტი, გაუჭრელი ღერძი უკან და თვლების ვერტიკალური სვლის დიაპაზონი გაზრდილი. ერთ-ერთი მთავარი სიახლეა წინა ღერძის სტაბილიზატორი, რომელიც ღერძს მაქსიმალურად მოქნილს ხდის და მოჭიდებას აუმჯობესებს.

კლირენსი 220 მილიმეტრია. წინა განაკიდის კუთხე 30 ან 31 გრადუსს შეადგენს (კომპლექტაციის მიხედვით), უკანა განაკიდის კუთხე კი 22 გრადუსია.

არაერთი სიახლეა ინტერიერში - მძღოლის განკარგულებაშია ციფრულ ხელსაწყოთა პანელი, ცენტრალური სენსორული ეკრანი და მომსახურების ცალკეული განყოფილება სხვადასხვა ძირეული ფუნქციისთვის. დამატებითი ოფციების სახით ხელმისაწვდომია 3-ზონიანი კლიმატკონტროლი და JBL-ის აუდიოსისტემა 14 დინამიკით.

ახალ ავტომობილს სავარძლების ორი ან სამი რიგით (5-7 მგზავრი) აქვს ცენტრალური ბლოკირება და უკანა, თვლებსშორისი დიფერენციალის ბლოკირებაც. კიდევ უფრო გაუმჯობესდა Crawl Control, ე.წ. ცოცვის რეჟიმი.

ამ ეტაპზე Toyota Land Cruiser Prado ხელმისაწვდომია 2,8 ლიტრი მოცულობის დიზელის ტურბირებული ძრავით. 4-ცილინდრიანი (2,755 სმ3) ტურბოდიზელის სიმძლავრე 204 ცხენის ძალაა. ასევე წარმოდგენილია 2.7 ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომლის სიმძლავრე 163 ცხენის ძალაა და 2.4 ტურბირებული ბენზინის ძრავა - 277 ცხენის ძალით.

სრულიად ახალია 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 500 ნიუტონმეტრია (მიიღწევა 1600-დან 2800 ბრუნამდე დიაპაზონში) და ამგვარი კომბინაციის შედეგად, ახალი პრადოს ტვირთამწეობა 3500 კილოგრამს შეადგენს.

კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა უსაფრთხოების სისტემებიც. ავტომობილის გარშემო განთავსებული კამერების მეშვეობით ურთულეს უგზოობაზეც კი ეკრანიდან გააკონტროლებთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ან ავტომობილის ქვეშ ხდება. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს Toyota Safety Sense სისტემის განახლებული ფუნქციები, Toyota T-Mate-პაკეტი, საგზაო ნიშნების ამომცნობი და შეჯახებისგან დაცვის სისტემა.

Toyota Land Cruiser Prado 70 წელზე მეტია, იწარმოება და ამ დროის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, 10 მილიონზე მეტ გაყიდულ ავტომობილს ითვლის.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები