0 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ტექ შეხვედრების სერია გრძელდება - .Net მიმართულება

თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა. 

შეხვედრებზე თიბისი ტექის კონკრეტული მიმართულების თანამშრომლები განიხილავენ იმ დროისთვის რელევანტურ, ტრენდულ მოვლენებს, სიახლეებს, პრაქტიკებსა და გამოწვევებს, აზიარებენ გამოცდილებებს და ერთმანეთს სირთულეების დაძლევაში ეხმარებიან. სპიკერებიც, რომლებიც აუდიტორიის წინაშე გამოდიან, თიბისის თანამშრომლები არიან.  

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, ამჯერად დეველოპერებისთვის, გასულ კვირას შედგა. აუდიტორიის წინაშე თიბისის 5 სპიკერი წარსდგა, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ხმის მიცემის შედეგად საუკეთესოდაც დასახელდა და ის საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება. 

სპიკერი, რომელმაც თანამშრომლების ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა, ბექენდ დეველოპერი შაკო ტურაშვილია.  მისი პრეზენტაცია კი  .Net aspire-ს ეხებოდა - ახალ ტექნოლოგიას .Net-ში. 

„წინა შეხვედრას დავესწარი. იყვნენ ძალიან საინტერესო გამომსვლელები, საინტერესო თემებით. მათი დახმარებით გავიგე ბევრი სიახლის შესახებ, რამაც ახალი ინტერესები გამიჩინა. ამის გამო წელს მეც მომინდა, მეგობრებისა და თანამშრომლებისთვის სიახლეები გამეზიარებინა.  შევარჩიე თემა, რომელიც მეც ძალიან მაინტერესებს. ამასთან, სიახლეა და მასზე ბევრმა არ იცის. ამიტომაც, მინდოდა, ის სხვებისთვისაც გამეცნო". 

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების პროფესიული განვითარება, ამისთვის კომპანიაში ყოველკვირეულად ტარდება თანამშრომლებს შორის ცოდნის გაზიარების ონლაინ სესიები, რაც ხაზს უსვამს თიბისის  თანამშრომლებზე ორიენტირებულ დამოკიდებულებას. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...