0 7 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით უახლესი Mitsubishi L200-ის პრეზენტაცია გაიმართა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და მიცუბიში საქართველოს ორგანიზებით 7 ივნისს ახალი L200-ის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც მწარმოებელი აცხადებს, განახლებული, კიდევ უფრო მძლავრი-2.4 ტურბო დიზელის ძრავით, მტკიცე კორპუსითა და მართვის შეუდარებელი დინამიკით გამორჩეული L 200 მძღოლებს ახალ თავგადასავლებსა და კიდევ უფრო გაბედულ გამოცდილებებს ჰპირდება.

სწორედ ამიტომ, ადგილზე მისულ სტუმრებს „Challenge accepted” ანუ „გამოწვევა მიღებულია” თემატიკით შთაგონებული გარემო დახვდათ, რაც სრულად პასუხობს Mitsubishi L 200-ის დაპირებას, იყოს ერთგული მეგზური იქ, სადაც გამოწვევებია.

ყველგან მავალი, კიდევ უფრო მძლავრი, 2024 წლის პიკაპი დაინტერესებულ პირებს სპეციალური პირობებით და მარტივი დაფინანსებით შეუძლიათ შეიძინონ:

„თიბისი ლიზინგი ახალი ავტომობილების დაფინანსების განსაკუთრებით მოქნილ შესაძლებლობას იძლევა. გავითვალისწინეთ მომხმარებლის განსაკუთრებული ინტერესი, გასულ წლებში გამოვლენილი სიყვარული თუ ერთგულება მიცუბიშის, როგორც ბრენდისადმი და ახალ L 200-ზე 0%-იანი ლიზინგის დაფინანსება დავამუშავეთ. თავის მხრივ, ცენტრის სპეციალური პირობები: 50 000 კმ უფასო სერვისის, პრემიუმ დაზღვევის და რეცხვის ვაუჩერის სახით, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის აქციას, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე დროში შევნიშნავთ თბილისის ქუჩებში მიცუბიშის უახლეს მოდელს” - ეკა ანჯაფარიძე, „თიბისი ლიზინგის“ ავტომიმართულების ხელმძღვანელი

 „ჩვენი გამჭვირვალე, სანდო და სიახლეებზე ორიენტირებული გუნდის და ჩვენი მომხმარებლის ნდობის დამსახურებით L200 უკვე ზედიზედ მესამე წელია ცალსახად ბესტსელერია ბაზარზე. უახლესი L200 გვჯერა, აუცილებლად დაიმსახურებს მომხმარებლის მოწონებას.“- გიორგი ამაშუკელი, „კავკასუს მოტორსის” აღმასრულებელი დირექტორი

„კავკასუს მოტორსი” მიცუბიში მოტორსი კორპორაციის ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და უკვე 11 წელია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...