1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესისთვის QR-ით გადახდა დანერგა

თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა.  QR-ით გადახდისას, მომხმარებელს პროცესშივე, მარტივად შეეძლება საკუთარი შეკვეთის შემოწმება და შეკვეთის თანხისა და თიფის სასურველი ოდენობის დატოვება უნაღდო ანგარიშსწორებით.

QR-ით ანგარიშის გადახდა, კარგად აპრობირებული მეთოდია უცხოეთში, საქართველოში კი თიბისი არის პირველი, ვინც ჰორეკა სექტორში ჩართულ ბიზნესს ამ სერვისით სარგებლობას სთავაზობს.

პროცესი მარტივია: QR-ები განთავსებულია კვების ობიექტებში მაგიდებსა თუ გადახდის აპარატებთან.  როგორც კი მომსახურე პერსონალი გააფორმებს  შეკვეთას, მომხმარებელი მყისიერად შეძლებს საკუთარი შეკვეთის ნახვას, თიფის დატოვებასა და ლოდინის გარეშე ანგარიშსწორებას ნებისმიერი Visa ან Mastercard ბარათით, როგორც ქართული ასევე უცხოური. გადახდა შესაძლებელია როგორც Google და Apple pay-ს მეშვეობით, ასევე ბარათის მონაცემების შეყვანით ან თიბისის მობაილ ბანკით.

QR-ით გადახდა ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამ სიახლის დანერგვით რესტორნები მიიღებენ მარტივ ანგარიშსწორებას, გააუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას, დაზოგავენ თანამშრომლების რესურსებს და გამოიმუშავებენ თიფების მეტ შესაძლებლობას. ბიზნესს გადახდების კონტროლი და რეპორტინგის შესაძლებლობა ექნებათ, როგორც ბიზნესმართვის სისტემაში ასევე თიბისის გადახდების სივრცეში - TBCPayments.ge. ყველა ტრანზაქცია ავტომატურად და მყისიერად აისახება სარესტორნო ბიზნესის მართვის პროგრამაში.

მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა რომ, აღნიშნული პროდუქტი  ზრდის თიფების რაოდენობას, რადგან გადახდის დასრულებამდე მომხმარებელს QR სისტემა თავაზობს თიფის დატოვებას შეკვეთის 5%, 10% ან 15%-ის ოდენობით და ასევე სასურველი თანხის მითითებით. თიბისიში თიფების მიღება უფასოა- ტრანზაქციის საკომისიო შეადგენს 0%.  

ამას გარდა, ეს იქნება უშეცდომო ანგარიშსწორება, რომელიც სრულად გამორიცხავს მომსახურე პერსონალის მანუალურ შეცდომას,  ტერმინალზე შეცდომით თანხის აკრეფას და გადახდას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...