1 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე მრავალფეროვანი შეთავაზებებით ზრუნავს

თიბისისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი მისიაა, სწორედ ამიტომ, სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, რომლითაც ოჯახის წევრის დაზღვევაც შეუძლიათ, თიბისელებს დამატებით სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს. კრიტიკული დაავადების დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, დაზღვევის ფარგლებში, თანამშრომელი ფიქსირებულ კომპენსაციას იღებს. ეს შეიძლება იყოს როგორც მკურნალობის დაფინანსება, ისე - ოჯახის კეთილდღეობისთვის გამოყენებული თანხა.

„თიბისელების კეთილდღეობა, მათთვის კომფორტული, სანდო და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია, რასაც მათთვის სხვადასხვა უპირატესობის შექმნით ვაღწევთ. თიბისელების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, ჩვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისელებს ჯანმრთელობის სხვადასხვა ბენეფიტებს ვთავაზობთ და მუდამ ვფიქრობთ, დამატებით რა პროექტები და აქტივობები შევქმნათ“ – გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი.   

თიბისი, აქტიურად ზრუნავს თანამშრომლებში მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. ამ მიზნით, თიბისელების მენტალური ჯანმრთელობის პროგრამა შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ტარდება თერაპიული ვორქშოპები, ფსიქოლოგებთან შეხვედრები, გასვლითი ვარჯიშები და სხვა. თიბისელების დაზღვევის პაკეტები ფსიქოლოგთან ვიზიტებზე 50%-იან ფასდაკლებას მოიცავს.

სწორედ ერთმანეთის თანადგომაზე დაფუძნებული გუნდის იდეით 2009 წელს შეიქმნა - ფონდი თიბისელები, რომლის მიზანიც რთული ჯანმრთელობის პრობლემების დროს თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერაა.  თიბისელები ნებაყოფლობით, ყოველთვიურად ფონდში ხელფასის 1 ან 2 პროცენტს ავტომატურად რიცხავენ. შეგროვებული თანხა ყოველწლიურად ასობით თიბისელის ან მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის პრობლემის გადაჭრას ხმარდება. ფონდი თითოეული თიბისელის საამაყო პროექტია. საიმედოა, როდესაც ზურგს გიმაგრებს გუნდი, რომელიც მზადაა ნებისმიერ დროს დაგიდგეს გვერდში; მხარი დაგიჭიროს; ყველაზე რთულ მომენტში თანადგომა გამოგიცხადოს.

თუ გინდა შენც იყო ისეთი გუნდის წევრი, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა კულტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და, სადაც  ჯანსაღი ურთიერთობები, სანდო და უსაფრთხო სამუშაო გარემო დაგხვდება,  შეუერთდი თიბისის გუნდს და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე — გახდი თიბისელი. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...