სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. ლარზე ზეწოლის შემდეგ, რაც ძირითადად არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინებითა და მასთან დაკავშირებული ეროვნულიდან უცხოურ ვალუტაში კონვერტაციებით
იყო გამოწვეული, ბაზარზე აღნიშნული კონვერტაციების შებრუნების ნიშნები გამოჩნდა. საკუთრივ, როგორც სებ-ის ფულადი აგრეგატების ყოველდღიური მონაცემების შეფასება მიუთითებს, ლარის დეპოზიტების ზრდა წინა, თვესთან შედარებით,
გაძლიერდა. ვალუტის დეპოზიტები კი, მნიშვნელოვნად შემცირდა. ლარისა და ვალუტის დეპოზიტებს შორის რეკორდულად
მაღალმა საპროცენტო დიფერენციალმა, არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტის შედარებითი სტაბილურობის პირობებში, ლარში
ინვესტირება უნდა გააძლიეროს.
სამომავლოდ, ლარისადმი გაზრდილი ინტერესი არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდების
მოცულობის ზრდაშიც უნდა აისახოს, თუმცა, ისტორიულად, ეს უფრო მეტად აშშ დოლარის განაკვეთებზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება თავად აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს, გასული კვირა ლარისთვის პოზიტიური არ იყო. კერძოდ, აშშ-ში ინფლაციამ 1990 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია - ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები თ/თ 0.9%-ით (მოსალოდნელი 0.6%-ის ნაცვლად), წლიურად კი 6.2%-ით (მოსალოდნელი 5.9%-ის ნაცვლად) გაიზარდა. ამ მხრივ, გასული თვე გამონაკლისი არ იყო და წინა 7 თვიდან 5-ის შემთხვევაში ფასების ზრდის ფაქტობრივი მაჩვენებელი მოსალოდნელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, რაც არსებული ინფლაციის
გარდამავალ ბუნებასა და ბოლო რამდენიმე FOMC შეხვედრაზე გაცხადებულ ფედერალური სარეზერვო სისტემის სამომავლო რბილ
პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებს. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეების უმეტესობა 2022 წლის ივნისის კომიტეტზე განაკვეთის ზრდას
ვარაუდობს. აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინების გადმოწევასთან ერთად, დოლარი ევროსთან მიმართებით ერთ დღეში
7%-ზე მეტით გამყარდა.
სამომავლოდ, მოკლევადიან პერიოდში, დოლარის გაძლიერების ალბათობა როგორც ჩანს უფრო მაღალია, თუმცა საშუალო და გრძელვადიან
პერსპექტივაში თიბისი კაპიტალი ფსონს მაინც შედარებით ძლიერ ევროზე დებს. რაც შეეხება ლარს, თიბისი კაპიტალის მოლოდინი ძირითადად უცვლელია - სავარაუდოდ, ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, მაგრამ ამავდროულად გლობალურად
აშშ დოლარის გამყარებაც გასათვალისწინებელია.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 15 ნოემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები