0 8 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე.. ადგილზე, სადაც უამრავი ადამიანია, მაშველები არ ჰყავთ!” - წერს ნიკა ჩერქეზიშვილი

15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე. 

შემთხვევიდან დაახლოებით 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. 

უფრო მეტს თბილისიდან ელოდებიან ახლა, თიანეთში მეტი არაფერი შეუძლია სამაშველოს. 

ადგილზე, სადაც უამრავი ადამიანია, მაშველები არ ჰყავთ! 

ჩვენგან დაახლოებით 300 მეტრში დატრიალდა ტრაგედია, გავიქეცით, მაგრამ ვერ მივუსწარით... 

მაპატიეთ ასეთი, ერთი შეხედვით უემოციო სტატუსი, რაც განსაცდელი იყო, იქ განვიცადე, ნაპირზე უპატრონოდ დატოვებულ ტანსაცმელს რომ ვუყურებდი...

ეს ქვეყანა არის უპატრონო!

მეტი არაფრის თქმას აღარ აქვს აზრი.

წერს ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები