0 8 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მაშველებმა რიონის კალაპოტში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდურიც - შოვში ამ დროისთვის 22 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი

მაშველების მიერ სტიქიის ზონაში მონიტორინგის შედეგად კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი

 

ონის მუნიციპალიტეტში მეცხრე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.  დღეს  მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, ამ დროისთვის ნაპოვნია 22 ცხედარი - საძიებო სამუშაოები 11 პირთან დაკავშირებით გრძელდება -  ამის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

 

როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სამძებრო ნავები. 

 

"დღეს  მაშველების მიერ ნაპოვნია კიდევ ერთი  ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები.  ჩვენ ამ დროისთვის 30 კილომეტრ პერიმეტრზე გავდივართ მონიტორინგს, თუმცა დღის ბოლომდე ან ხვალ დილიდან 54 კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ, ეს არის ამბროლაურის ტერიტორია უკვე და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის ეპიცენტრში. ძალიან ჩქარი დინებაა , არის ადგილები, კონკრეტული ლოკაციები სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გადაადგილება მდინარის კალაპოტში და აქედან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში ნავების ჩართულობა, ნავების საშუალებით მივდივართ იმ ე.წ. კუნძულებზე და მდინარის მარცხენა სანაპიროზე, სადაც ფაქტობრივად მდინარე კლდის ძირში მოძრაობს და ფეხით იქ მიუდგომელი ადგილია. მდინარე მეტ-ნაკლებად უკვე დაწეულია, შესაბამისად გამოჩნდა რიონის კალაპოტში პატარა კუნძულები სადაც არის მოგროვილი დიდი რაოდენობით ინერტული მასალა, მორები და ამ ყველაფრის გადამოწმების შედეგად მივიღეთ ეს შედეგი, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს მონიტორინგი არ არის ერთჯერადი ეს   იქნება იქამდე ვიდრე ვაწარმოებთ საძიებო სამუშაოებს",- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ნათქვამი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...