0 3 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„თუ რაიმე პანდემია დაემართა ამ ქვეყანას, ეს არის ახალგაზრდების სიკვდილის პანდემია!“ – ნოე სულაბერიძე

ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს:

„რაც ეს წელიწადი დაიწყო, თუ რაიმე პანდემია დაემართა ამ ქვეყანას, ეს არის ახალგაზრდების სიკვდილის პანდემია! კორონავირუსს ვინღა ჩივის, ტრაგედია ტრაგედიაზეა, თან უკვე ყოველდღიურ რეჟიმში და რაც ყველაზე ცუდია, შემზარავი შინაარსების თანხლებით!

იქნებ ყველაზე დიდი პრობლემა თითოეულ ჩვენგანშია, რადგან აღარ ვიაზრებთ იმას, რომ მეტი ყურადღება და გაფრთხილება გვმართებს ერთმანეთის და საკუთარი თავების მიმართ?!

დღეს ჩვენი ქვეყანა გლოვობს იმ ჩვიდმეტ ადამიანს, რომელიც ბედის უკუღმართობით გახდა უდიდესი უბედურების მსხვრეპლი. გლოვის დღეს, ერთად გვახსენდება ყველა ის ახალგაზრდა, რომელსაც გამოვემშვიდობეთ ამ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე. ალბათ ძალიან ბევრია ასევე, ვინც ყურადღების ცენტრში არ მოხვდა.

ჩვენ, არავინ ვიცით ვის როდის გვიწერია მარადისობაში წასვლა, თუმცა სანამ აქ ვართ ალბათ ღირს, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს.

არაფერია ამ ქვეყნად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასი.

ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახს! ღმერთმა სიმშვიდე დაუმკვიდროს ცათა სასუფეველში!“ – წერს სულაბერიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები