0 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ ბაინანსთან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა

თიბისიმ თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო კომპანია ბაინანსთან - ბლოკჩეინ ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის მსოფლიოს წამყვან პროვაიდერთან.

 

2022 წლის 30 ნოემბერს ბაინანსის აღმასრულებელი დირექტორი, ჩანპენ ჯაო (CZ) და თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ერთმანეთს შეხვდნენ თიბისი კონცეპტის სივრცეში, სადაც განიხილეს თანამშრომლობის ის სფეროები, რომლებსაც ნოემბერში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს.

 

ეს არის ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტო თანამშრომლობა, რომლის მხარეებიც არიან, ერთი მხრივ, მსოფლიოს წამყვანი კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის პროვაიდერი ბაინანსი და, მეორე მხრივ, რეგიონის ლიდერი საფინანსო ინსტიტუტი და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია - თიბისი. ორი დიდი ბრენდის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვირტუალური აქტივების ბაზრისა და ციფრული ეკოსისტემის განვითარებას, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონში.

 

მემორანდუმის მიხედვით, ბაინანსი და თიბისი დაინტერესებულები არიან საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზრების განვითარებითა და გრძელვადიანი და მდგრადი თანამშრომლობით. როგორც ბაინანსის პარტნიორი, თიბისი უზრუნველყოფს ანგარიშებს კრიპტოვალუტის კონვერტირებისა და ადგილობრივ ვალუტაზე გადასაცვლელად, რათა ადგილობრივმა მომხმარებლებმა შეძლონ „ბაინანს საქართველოს“ პლატფორმაზე კრიპტოვალუტის შეძენა და გაყიდვა ლარის გამოყენებით. გარდა ამისა, თიბისი და ბაინანსი განიხილავენ  ბაინანსის ბარათის გამოშვებას. ბაინანსი კი, თავის მხრივ განიხილავს თიბისი ბანკისა და მისი შვილობილი კომპანიებისთვის კრიპტოსაბროკერო API-ს შეთავაზებას, რათა თიბისის მომხმარებლებს საინვესტიციო პლატფორმებზე კრიპტოვალუტით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ.  

 

საფინანსო რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზისით, ბაინანსი კრიპტოინდუსტრიის უდავო ლიდერია. კომპანია იცავს გლობალურ სანქციებს, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) პრინციპებს და პროაქტიულად იყენებს საეჭვო ანგარიშებისა და თაღლითური ოპერაციების ამოცნობის მექანიზმებს. დაცვის ამ მექანიზმებისა და რეგულაციებთან შესაბამისობის პროგრამის გათვალისწინებით, ბაინანსი თიბისისთვის სანდო და სტაბილური პარტნიორია, რომელიც ქართველ მომხმარებელს მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცულ გარემოს შეუქმნის კრიპტოსავალუტო ოპერაციების განსახორციელებლად.

 

 „დღეს დავაანონსეთ თიბისისა და ბაინანსის პარტნიორობა, რაც ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებას ემსახურება. 2023 წლიდან, ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ბაინანსის პლატფორმაზე შეიძინოს და გაყიდოს კრიპტოვალუტა თიბისი ბანკის გადახდის არხების გამოყენებით. მჯერა, რომ ბაინანსი პასუხისმგებლიანი გლობალური მოთამაშეა, რომელიც კარგად აცნობიერებს კრიპტო ინდუსტრიის რისკებს, იცავს საერთაშორისო სანქციებს და ხელმძღვანელობს ფულის გათეთრებასთან/ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის პროცედურებით (AML/CTF). ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მომხმარებელთა შორის ფინანსური წიგნიერებისა და ცნობიერების ამაღლებას და ამ გზით მათთვის დამატებითი ღირებულება შევქმნათ. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში ვირტუალური აქტივების ბაზრების განვითარებას და დიდად წაადგება ჩვენს მომხმარებელს,“ - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:37

    თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიე...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...

  • 11:34

    „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...