საზოგადოება
ბოლო 6 თვეში ქვეყანაში 6 629 წყვილი განქორწინდა
2022-09-15 15:51:05
საქართველოში, 2022 წლის 6 თვეში განქორწინების 6 629 ფაქტი დაფიქსირდა.აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდში 4 675 იყო. შესაბამისად, ზრდამ 42% შეადგინა. განქორწინებასთან ერთად გაზრდილია ქორწინების მაჩვენებელიც. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში 9 163 ქორწინება დარეგისტრირდა. წლიური ზრდა 24%-ს შეადგენს.
განქორწინების, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა [2 288 შემთხვევა] და იმერეთში [1 192 შემთხვევა] იყო.
კომენტარები