0 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თამარ ივერი ჟურნალისტებს მიმართავს: „ეს არ არის ადამიანზე ძალადობა?? ესაა ტერორი მიკროფონით!!“

თამარ ივერი აზიარებს ვიდეოს, რომელიც კახი კალაძის გუშინდელ წარდგენაზე გია ვოლსკისა და ჟურნალისტების ურთიერთობას ასახავს და წერს:

„მეგობრებო, გეკითხებით… თქვენი აზრიც მაინტერესებს… იქნებ მე ვცდები? რაც ამ ვიდეოში ხდება… (და იმავე სცენარით მიდიოდა სხვა რესპონდენტებთან მივარდნები).

ეს არ არის ადამიანზე ძალადობა?? ესაა ტერორი  მიკროფონით!!

ესაა ადამიანებისადმი მოწყობილი ნერვების ომი!! შეიძლება, ეს ადამიანი მოგწონდეს ან გეჯავრებოდეს, მაგრამ ასეთ მდაბიო ქმედებებს ვინმე ამართლებთ? მით უმეტეს, მამისტოლა კაცის მიმართ? მართლა სად გაიზარდეთ? რა ოჯახში? სად შეისწავლეთ და დატრენინგდით ამ ფსიქოტერორის საფუძვლებში? ბოლო-ბოლო, ხომ შეიძლება, ადამიანი უცებ ცუდად გახდეს, გულის შეტევა, ან რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა მიიღოს აღელვების ნიადაგზე? თან იწვევთ ადამიანებს სიტყვიერი შეურაცხყოფით და თან რაიმე ხელი რომ გაიქნიოს, ან ცხვირწინ უზრდელურად აფრიალებული სურათი, ან ტრანსპარანტი რომ გადახიოს, გადაუქცევთ ახალი შანტაჟის მიზეზად.

ბოლოს და ბოლოს, ის სამარცხვინო ფაქტი, რაც  5ივლისს მოხდა, ასეთი პროვოკაციული ქმედებებით უარესი მარაზმით ხომ არ უნდა გადაფაროთ??

მთლად მორბენალ პარტაქტივისტებად ხომ არ უნდა გადაიქცეთ? პატივი ხომ უნდა სცეთ თქვენს პროფესიას და სტატუსს?

თუ მთავარი მაინც თვის ბოლოს „საბრძოლო მამაცობისთვის“ მიღებული მსუყე ხელფასია და მორალური და ზნეობრივი დონის შკალა თუნდაც ნულს ქვემოთ იყოს?

თქვენ, თქვენდა საბედნიეროდ, ვერ ხედავთ საკუთარ თავს თქვენივე „ბრძოლის ველებზე“ და ჩვენ რა დავაშავეთ, რომ გვაყურებინებთ ამ რიგითი ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევებს და მარაზმს? რაღაც უხილავი და დაუწერელი ზნეობა და მორალი ხომ უნდა არსებობდეს თქვენთვის… აქ თუ არა…ზეციდან მაინც?

დიახ, ეს არის წმინდა წყლის ფსიქოლოგიურ-ძალადობრივი ნიშნების შემცველი ანტიცივილური ქმედებები ადამიანებზე და მას არანაირი გამართლება არ აქვს ცივილიზებულ საზოგადოებაში! მით უმეტეს, ევროპის პრინციპებისკენ მლტოლველ გზაზე. და ასეთი სცენების მერე კიდევ თვლიან, რომ მხოლოდ  დარტყმული მუშტია  ძალადობა და მათი მხრიდან ხალხზე ეს ფსიქოტერორი, შანტაჟი და ბულინგი კი მხოლოდ უწყინარი  დემოკრატიული აქცია და უბრალოდ,რიგითი სიუჟეტის მომზადებაა.

გასაგებია, რაც მოხდა 5ივლისს, გამართლება არ აქვს,ყ ველა გულწრფელად შევწუხდით და განვიცადეთ მომხდარი, მაგრამ არსებობენ შესაბამისი ორგანოები, სტრუქტურები, სამსახურები, ვისაც უშუალოდ ეხება ამ ფაქტის გამოძიება და ყველანაირი კითხვები, ისრები მათკენ უნდა იყოს მიმართული და არა ეს მასკარადი… წინ გადადგომა ცნობილი მსახიობებისადმი, მომღერლებისადმი, მოღვაწეებისადმი, მათი  კუთხეში მიმწყვდევა, კედელთან მიყენება და გაუთავებელი ფსიქო-შანტაჟი ერთი და იგივე დაახლოებითი შინაარსის ფრაზებით:

არ გრცხვენიათ, 5ივლისის მოვლენების შემდეგ ამ კაცის პრეზენტაციაზე რომ მოდიხართ?

მანქანებთან მივარდნები და ფანჯრებში მიკროფონების ჩაჩრები: არ გრცხვენიათ 5 ივლისის მოვლენების მერე კომფორტული მგზავრობა?

ბუჩქებიდან გამოხტომა: არ გრცხვენიათ 5 ივლისის მოვლენების მერე აქ არხეინი სეირნობა?

სამსახურის კარებებთან დახვედრები: არ გრცხვენიათ 5 ივლისის მოვლენების მერე ამ შენობაში მოსვლა??

სახლის ჭიშკრებთან მივარდნა: არ გრცხვენიათ 5 ივლისის მოვლენების მერე სახლში უდარდელი ძილი??

რესტორნის შესასვლელებთან ჩასაფრება: არ გრცხვენიათ 5 ივლისის მოვლენების მერე აქ ქეიფი და ჭამა??

ეკლესიის შესასვლელთან: არ გრცხვენიათ 5 ივლისის მოვლენების მერე აქ მოსვლა და  ლოცვა?

აეროპორტში მივარდნები: არ გრცხვენიათ 5 ივლისის მოვლენების მერე ქვეყანას რომ ტოვებთ??

საპირფარეშოს შესასვლელთან: არ გრცხვენიათ?… თუმცა,ჯობია კორექტული დავრჩები….

უკვე რაღაც ფსიქოზში გადავიდა ეს ყველაფერი, ასეთი არაადეკვატური ქცევებით ჟანგბადს უკეტავთ არა მხოლოდ ამ რესპონდენტებს, არამედ მთელ მოსახლეობას, ვისაც ამ დაუსრულებელ ბაკქანალიას აყურებინებთ ტელეეკრანებიდან და ასევე ძალადობთ… დიახ, ძალადობთ მთელი მოსახლეობის  ფსიქიკაზე და თვალებზე!!!!! რაღაც ისეთი სუნი მცემს, თითქოს თავად იყენებთ ამ ავბედით თარიღს კიდევ უფრო მწვავედ სასპეკულიროდ, ამ  ხალხის დასაჟანტაჟებლად და მანიპულირებისთვის….და ტელეეკრანებთან მჯდომ მოსახლეობას უჩნდება შთაბეჭდილება, რომ “ასე ელოდით” მას.

დიახ, შეიძლება ბევრმა არ იცის, მეც ცნობილი მხცოვანი ჟურნალისტის შვილიშვილი ვარ. ბაბუას ამ „ფეისბუქზეც“ ბევრი იცნობს უფროსი თაობა. ბაბუაჩემი ამ ადამიანებისთვის ერთ-ერთი პატივცემული და მისაბაძი პიროვნება იყო. ძია ვანოს სტატიები რედაქციებს ხელიდან ხელში გადაჰქონდათ და ეხვეწებოდნენ… არა, ჩვენთან დაბეჭდეთ სტატია, არა, ჩვენთანო. ჰოდა, დიახ, ამ ადამიანის მორალზე და პრინციპებზე ვარ გაზრდილი!!!

მის მოწიწებებზე რესპონდენტების მიმართ!!!

მის სამართლიანობაზე!!! მის ზრდილობაზე!!!

მის მუდამ

ნეიტრალურ, პოზიტიურ, ეროვნულ, მშვიდობიან  პრინციპებზე!

მახსოვს, სულ მეუბნებოდა… რესპონდენტი ისე უნდა დააინტერესო შენი პიროვნებით და პროფესიონალიზმით, რომ მეორეჯერაც მოუნდეს შენთან შეხვედრაო!

თავის დროზე მასთან მეგობრობდა გალაკტიონ ტაბიძე, სერგო ზაქარიაძე, დიმიტრი ჯავახიშვილი, სერგო ფარაჯანოვი და სხვა მრავალნი და ასეთ ხალხს ჰქონდა უფლება, ეტარებინა საპატიო ჟურნალისტის სახელი!!!

5 ივლისი უკვე ისტორიად იქცა. ის მის სათქმელს იტყვის, როგორც  20-მა ივნისმა თქვა, მაგრამ ვაი, რომ ამ აჟიტირებული, არასწორი გზით გაწვრთნილი “მიკროფონისტების” უზნეო ქცევები რომ უფრო დიდი და ქრონიკული პრობლემაა ამ ქვეყანაში. სწორედ ესაა ერის, ბერის და პირიქით, თქვენი სირცხვილი ეს და არა…. ვინმეს მიერ ვიღაცის მიწვევით რაღაც ღონისძიებაზე მისვლა!!!

თუმცა მხოლოდ ერთია კარგი ამ ყველაფერში, ხალხს ამ ყველაფერზე უკვე უკურეაქცია აქვს და ნელ-ნელა ამათი და ამათ უკან მდგომთა ქმედებების მიხედვით  გამოაქვთ ნათელი დასკვნები და არა პათეტიკური სიტყვების რახარუხით!!

დაბოლოს, სანამ დამიწერდეთ… არა, არ გავქოცებულვარ და არც პოლიტიკაში შევდივარ… ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, უბრალოდ, მეც  ჟურნალისტის ოჯახიდან ვარ და  ამ ახალგაზრდების ხალხთან ურთიერთობების ასეთი ფორმით გაგრძელება აღარ შეიძლება ევროსტანდარტულ, ცივილიზებულ გზაზე!! თავის დროზე, ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმაც შენიშვნა მისცათ ამათ: ეს მიკროფონი დაწიე, პირში ნუ მატენიო…. დღეს რომ დაინახოს, თუ როგორ “გაიზარდნენ, დაფრთიანდნენ” და რესპონდენტებს როგორ ექცევიან, უეჭველი მოითხოვს აეროპორტის გზაზე მისი სახელობის ხეივნის სასწრაფოდ გაუქმებას!!!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები