1 2 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი – ივანე ჩხაიძე „ინდურ შტამზე“

“თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი”- ამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ჩხაიძე აცხადებს, ჯანმოს მიერ ყველა ავტორიზებული ვაქცინა,  „ინდურ შტამთან“ მიმართებაში ეფექტურია.

„აუცილებელია იმ მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება, რომ ჯანმო-ს მონაცემებით, დღეისათვის მის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა ეფექტურია „ინდური შტამის“ საწინააღმდეგოდაც. ასე, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს რისკი ნაკლები აქვთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავს, ეს კიდევ ერთი არგუმენტია, ვაქცინა ჩავიტაროთ, რადგან ე.წ. ინდურ შტამს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგზანიზაცია განიხილავს, როგორც შეშფოთების შტამს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თვისება, რაც ახასიათებს, იყოს უფრო მეტად გადამდები, ნებისმიერ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების გარკვეული რისკია, მათ შორის, საქართველოში. ეს შტამი გამოირჩევა უფრო მეტად გადამდებლობით, ის ცოტათი ჩამორჩება ბრაზილიურ შტამს და ორჯერ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე ბრიტანული შტამი. თუმცა, არის თუ არა უფრო მეტად სასიკვდილო და შეუძლია თუ არა მეტი ლეტალური შემთვევების გამოწვევა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. ვისაც მეტი შიში აქვს, გაითვალისწინოს ამერიკელების გამოცდილება და რეკომენდაციები, რომლებმაც ჩათვალეს, რადგან „ბრიტანული შტამი“ უფრო მეტად გადამდები იყო, ორი ნიღბის ტარება უფრო მეტად ეფექტური იქნებოდა ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის და აუცილებლად იფიქრეთ ვაქცინაციაზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები