1 8 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც მეტი შიში გამოიწვია ვაქცინაციასთან მიმართებით – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველომ კამპანია უიღბლოდ დაიწყო, ამიტომ ნდობა უნდა აღდგეს.

“ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში. ახლა მოგვიწევს ისევ დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს ნდობა აღდგეს და ეს იქნება, ასევე, სამედიცინო პერსონალის აქტივობა, რადგან ექიმი და ექთანი, თუ არ იცრება და არ ენდობა ამ ვაქცინაციას, ძალიან რთულია მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ უნდა აიცრან, – აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, საინფორმაციო კამპანია უფრო აქტიური უნდა იყოს

“საინფორმაციო კამპანია ნელა იკრებს ძალას. ჩვენ საინფორმაციო კამპანია დავიწყეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინა რეალურად შემოვიდა. ამის განმარტება გახლდათ ის, რომ ვაქცინაციისთვის პირველი ჯგუფი იქნებოდა სამედიცინო პერსონალი, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი და ღრმა ცოდნა ვაქცინაციის პროცესის სარგებლის შესახებ და ასევე, მათ უკვე იცოდნენ, თუ რა ვაქცინას შესთავაზებდა მათ პროგრამა. როდესაც ვსაუბრობთ უკვე ასაკოვანი ჯგუფების ჩართვაზე და ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაზე, ცალსახად დგას იმის აუცილებლობა, რომ საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს მეტად აქტიური”,- თქვა გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები