1 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში  ანაფილაქსიური შოკის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა მედიკოსი ცუდად ასტრაზენეკათი აცრის შემდეგ გახდა, თუმცა ამჟამად კარგად არის.

“იყო რთული რეაქცია. დაფიქსირდა კიდევ ერთი ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა, საბედნიეროდ, მალევე მოხდა მისი კუპირება. დაახლოებით მსგავსი ანაფილაქსია იყო. არის ანაფილაქსიის შოკი და მისი მსგავსი მდგომარეობები. ერთი შემთხვევა იყო ჯერჯერობით”,- თქვა გაბუნიამ ბრიფინგზე.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, იყო თუ არა ეს კონკრეტულად ანაფილაქციური შოკი, ჯერჯერობით დასადასტურებელია, თუმცა მედიკოსს ნამდვილად ჰქონდა მწავე ალერგიული რეაქცია.

“პერსონალურ ინფორმაციას ვერ გეტყვით, დაგიდასტურებთ, რომ ახალგაზრდა ადამიანია. შესულია გვერდითი მოქმედების კომიტეტში. ერთ-ერთ საავადმყოფოში არის ეს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა [ანაფილაქსიური შოკი], მაგრამ იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი. იმ მონაცემებით ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვაქცინაზე გვერდითი მოქმედების კომიტეტმა. იქ იყო გიდასტურებთ მწვავე ალერგიული რეაქცია, იმიტომ რომ თვითონ ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა იქ შოკი, ეს დასადასტურებელია. ის ახლა კარგად არის”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები