1 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

27 წლის ექთანი, რომელიც ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა, გარდაიცვალა

27 წლის ექთანი, რომელსაც გუშინ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს ექიმებმა ოჯახის წევრებს.

ცნობისთვის, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმი გაიმართა.

მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები