1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“პირდაპირ ვიტყვი, თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე დღესაც პასუხს მოვთხოვ!” – ბერა ივანიშვილი

ბერა ივანიშვილი, “ტვ იმედის” ეთერში ამბობს:

“ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მაშინ მე ვიყავი 15-16 წლის თინეიჰჯერი. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, აქამდე მსგავსი წყევლა-კრულვა, მუქარები, შეურაცხყოფა არ ყოფილა. ყველაზე შემაშფოთებელი იყო ჩემ გულშემატკივრებზე 10-11 წლის ბავშვებზე მასიური თავდასხმა, პორნოგრაფიული სურათები, მუქარა. წერდნენ 100-200 კაციანი ჯგუფები ბავშვებს, შენთან სახლში მოვალთ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს. რამოდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. დაგვიკავშირდნენ. ვალდებულები ვიყავით გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის და მორალის დაცვით მოინახულა ეს ხალხი. ჩანაწერებშიც ისმის, რომ როცა საქმე ეხება არასრუწლოვანს, საუბარს ესწრებიან მშობლები, მეზობლები, უფროსი მეგობრები. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, თუ გარიგება. 

ავთენტურია თუ არა ჩანაწერები, არც კი დავიწყებ ამაზე კამათს. დღესაც იგივე პოზიციაზე ვარ, ახლაც პირდაპირ ვიტყვი, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, ვინმე თუ ჩემ ოჯახს შეეხება მე ასეთ ადამიანს დღესაც პასუხს მოვთხოვ, მანახეთ ქართველი კაცი რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს, ერთი ქართველი ვაჟკაცი მაჩვენეთ, რომელიც ამ საკითხზე სხვა აზრისაა.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები