1 8 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მზადება შტურმისთვის მელიას დასაკავებლად – სპეცრაზმი მზადყოფნაში მოიყვანეს

მზადება შტურმისთვის მელიას დასაკავებლად – სპეცრაზმი მზადყოფნაში მოიყვანეს.
ტვ პირველის ინფორმაციით, უახლოეს საათებში ენმ-ს ოფისთან ჯერ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, იმ შემთხვევაში თუ მათ არ დაემორჩილება მელია, ადგილზე რამდენიმე წუთშივე გაჩნდებიან განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. სპეცრაზმს ამზადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მიუხედევად იმისა, რომ თანაშრომლები უარყოფენ, შავნაბადას ბაზაზე განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება.

ამასთან “მთავარი არხის” ინფორმაციით, გორის ერთერთი ბაზა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა, 
 სამართალდამცველების ნაწილი კი უკვე თბილისშია გადმოყვანილი
.

ძალოვანი უწყების წარმომადგენლება გორის მუნიციპალიტეტში “მთავარი არხის” სატელევიზიო სიგნალი ჩაახშეს. 

“მთავარის” ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილებაც შეზღუდული იყო. 

სტრატეგიული პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად “ქართული ოცნების” გეგმები ისევ ძალაში რჩება. საქართველოს მასშტაბით სპეც დანიშნულების რაზმის ბაზებზე გამოცხადებული მობილიზება ადასტურებს რომ ივანიშვილის გუნდმა მთვარი ოპოზიციური პარტიის შენობის შტურმზე უარი არ თქვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები