0 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 421 საწოლია თავისუფალი – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დილის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 421 თავისუფალი საწოლია.

როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეისათვის ჯანდაცვის სექტორზე დიდი დაწოლა მოდის.

„ნაკადები არის ძალიან აქტიური, ინტენსიური, დიდი დატვირთვა მოდის დღეს ჯანდაცვის სექტორზე. თუმცა, არსებობს გარკვეული რესურსი დღესაც. დღეს დილით თავისუფალი საწოლების რაოდენობა იყო 421, ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, გადანაწილება და დიდი დატვირთვა მოდის თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე ანუ დიდ ქალაქებში უფრო მეტი დატვირთვაა სხვაგან შედარებით ნაკლები. მთავარი აქცენტი არის ის, რომ საწოლი შენარჩუნებული იყოს მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის, თუ პაციენტს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია მისი მართვა მოხდეს კოვიდსასტუმროში, რისთვისაც კოვიდსასტუმროები არიან მზად და საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი მუშაობს იქ. მიდის კომუნიკაცია უშუალოდ კლინიკებთან, ამ შემთხვევაში საუბარია კლინიკების და სასტუმროების უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობაზე იმისთვის, რომ პაციენტების გადაყვანა და სამედიცინო ჩარევა მოხერხდეს მარტივად,”- განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები