0 4 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპატრიარქო - აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე

კორონავირუსის მეორე ტალღის გავრცელების გამო, საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს და მრევლს მიმართავს, ტაძარში ყოფნის დროს დაიცვან დისტანცია და გამოიყენონ პირბადე. 

"COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს:

აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.

ზოგადად, აუცილებელია, შესრულდეს ყველა ის წესი, რაც პანდემიის I ეტაპის დროს იყო რეკომენდებული და ჩვენი მხრიდან გამოყენებული,"- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები