0 4 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გადაადგილების აკრძალვაზე საათების ხანგრძლივობა შესაძლოა, გაიზარდოს, სავაჭრო ობიექტებისთვის კი კონკრეტული დღეების განმავლობაში მუშაობაზე შეზღუდვა დაწესდეს

 

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

„ყველაზე ეფექტურ საშუალებად კვლავ რჩება პირბადე და სოციალური დისტანცია, უკვე დაწესებულია რეგულაცია, რომლის ფარგლებშიც გარეთაც სავალდებულოა პირბადის მოხმარება. ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო გააქტიურდება ადმინისტრაციული კონტროლი იმისთივს, რომ ჩვენ მივაღწიოთ პირბადის მოხმარების ისეთ დონეს რომელიც უზრუნველყოფს გადაცემის შენელებას.

რაც შეეხება სხვა ტიპის შეზღუდვებს, მეორე ყველაზე ქმედითი ზომა არის მობილობის შემცირება. სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები. ეს ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების განმავლობაში სავაჭრო ობიექტებისთვის, ან მათი საათების რეგულირება. ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო მიმართავს და ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რომელიც იქნება ქმედითი და ნაკლებად დააზიანებს ჩვენს სექტორს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები