0 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯანდაცვის სამინისტრო გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას აჩერებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას აჩერებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებაში(N688).

დადგენილება ითვალისწილებს გამონაკლისებს, რომლის დაფინანსებაც გაგრძელდება.

"COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე", - აღნიშნულია დადგენილებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები