0 6 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაატა იმნაძე: დღეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული ჩვენი დედები და შვილები

ვერცერთი სისტემა ვერ გაუძლებს ერთად ბერვ ავადმყოფს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს არის ის მომენტი, როდესაც თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული ჩვენი დედები, შვილები. ეს პრობლემა არის მთელ დედამიწაზე და არის ჩვენთანაც. თუ თითოეული ჩვენგანი არ შევიტანთ სულ პატარა წვლილს იმაში, რომ პირბადით ვივლით ყველგან, ერთმანეთისგან დისტანციას დავიცავთ, დამერწმუნეთ, სხვა არაფერი გააჩერებს კორონას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები