0 5 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წვიმა, ქარი და თოვლი - 6-7 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

„დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები