საზოგადოება
შორენა ადრენალინზე გიჟდებოდა, ამბობენ 200 კილომეტრ საათით მოდიოდაო - ვინ არის 32 წლის გოგონა, რომელიც ავარიას ემსხვერპლა
2020-11-03 13:21:55
32 წლის შორენა ყიასაშვილი ავარიას 1-ლ ნოემბერს, საღამოს საათებში, თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ახბულახთან ემსხვერპლა. ამბობენ, რომ ავარიის მიზეზი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილების შეჯახება გახდა. ავტომობილში გარდაცვლილის გარდა კიდევ სამი ადამიანი იჯდა, მათ შორის გარდაცვლილის 12 წლის შვილიც. ყველა მათგანი სიკვდილს გადაურჩა და სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში მკურნალობენ.
"შორენა ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში მასთან ერთად ისხდნენ მისი 12 წლის შვილი, მეგობარი და მეგობრის შვილი. საბედნიეროდ, ისინი გადარჩნენ. შორენას დარჩა მეუღლე და ორი შვილი. ავტომობილში მსხდომთაგან, ერთ ბავშვს ტვინის შერყევა აქვს, მეორეს-ყბის ძვალი გაუტყდა. შორენას მეგობარს კი ფეხები აქვს დამტვრეული. შორენას ძალიან უყვარდა მანქანით მაღალი სიჩქარით სიარული. ადრენალინზე გიჟდებოდა.
ეს ყველამ იცის. "სუბარუს" კლუბშიც იყო გაწევრიანებული და სულ ესწრებოდა შეხვედრებს. ამბობენ, 200კმ/სთ-ით მიდოდა და იმიტომ მოხდა ავარიაო. როგორ ივლიდა 200-კმ/სთ-ით, როცა მის ავტომობილს სულ 180 კმ/სთ აქვს სიჩქარე?! სინამდვილეში, მან გარისკა და მოუხვია ამ ძალიან ცუდ მოსახვევში ისე, რომ არ ეგონა, თუ იქ ავტომობილი შემოხვდებოდა მაინცდამაინც მაშინ. ძალიან ცუდი მოსახვევია. ეს ტრაგედია არჩევნების დღეს, 23:00 საათისთვის მოხდა" - ამბობს გარდაცვლილი ქალის ნათესავი.
კომენტარები